Menu Close

მივიწყებული წიგნები

( ** You can read the English version of this article here )

(( აქვე გვინდა მადლიერება გამოვხატოთ მავრა გელაშვილის მიმართ მის მიერ გაწეული დახმარებისთვის ინგლისურიდან ქართულად ტექსტის თარგმნაში. ))

გამარჯობა! მე ვარ რავი დესაი, ინდოეთიდან. მე მიყვარს წიგნების კითხვა და დღეს მსურს ჩემი ისტორიის გაზიარება, რომელიც ერთ-ერთ წიგნთან არის დაკავშირებული.

ზოგი წიგნი და ავტორი თქვენს ყურადღებას აბსოლუტურად მიიპყრობს და წიგნის დასრულებისას, გრძნობთ, რომ მეგობარს კარგავთ.

ეს არის წიგნი “კავკასიის თორმეტი საიდუმლო", რომლის ავტორია ესედ ბეი და წიგნი 1991 წლიდან (ჩემი დაბადების წელი) იდო ბიბლიოთეკის თაროზე, ჩემს ადგილობრივ ბიბლიოთეკაში. ( აჰმედაბადში, ინდოეთში, M J Library, Ahmedabad, India). ამ წიგნს 2018 წელს გადავაწყდი ბიბლიოთეკაში.

წიგნის კითხვისას ავტორთან ერთად ვმოგზაურობდი კავკასიის მთიან რეგიონში ჩემი წარმოსახვის დახმარებით.

ეს იყო ულამაზესი მოგზაურობა. თვითონ ავტორი, ესედ ბეი იყო იდუმალი პიროვნება. შეგიძლიათ მის შესახებ მოიძიოთ ინფორმაცია google-ში და მიხვდებით რას ვგულისხმობ.

ამ ამბის სამწუხარო ნაწილი ისაა, რომ როდესაც წიგნი დავაბრუნე ბიბლიოთეკაში, თანამშრომელმა მითხრა, რომ ეს წიგნი აღარ გაიცემოდა, რადგან ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო.

ამგვარ წიგნს მიჰყიდიან ძველი წიგნებით მოვაჭრეს, ასე რომ, წიგნს მომავალში რა ბედი ეწეოდა, არავინ იცოდა.

მათთვის ამ წიგნს არანაირი ღირებული მნიშვნელობა არ ჰქონდა.

მე კი ვფიქრობ, ამის ნაცვლად წიგნის განახლება უნდა მომხდარიყო, რადგან სულაც არ იყო ისეთ მდგომარეობაში რომ ძველი წიგნების მოვაჭრესთვის მიეყიდათ.

ბილიოთეკის მიზანი კი ისაა, რომ მოაშორონ თაროებს ძველი წიგნები და მათ ნაცვლად ახალი, პოპულარული ლიტერატურით შეავსონ ისინი.

მე ახალი წიგნების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ვდარდობ იმაზე, რომ ძველ, მივიწყებულ ავტორთა წიგნებს ბიბლიოთეკებშიც ვეღარ ვნახავთ და სამუდამო დავიწყებას მიეცემა ისინი.

ესედ ბეი აქამდე ჩემთვისაც უცნობი ავტორი იყო, მაგრამ მას შემდეგ რაც მისი წიგნი ბიბლიოთეკაში აღმოვაჩინე, უკვე ბევრი რამ ვიცი მის შესახებ.

ჩემი თაობის მკითხველებს, რომლებიც ჩემს ქალაქში აჰმედაბადში ცხოვრობენ უკვე აღარ ექნებათ შანსი გაეცნონ ზემოთხსენებულ წიგნს, არ ეცოდინებათ პასუხი კითხვაზე: „ვინ იყო ესედ ბეი?“.

დაბოლოს, ირონიულია, მაგრამ აქაა სიმღერა, რომელიც იგივე კითხვებს წამოჭრის თუმცა სხვა კუთხით.

აი სიმღერაც:

მაგრამ ისტორია აქ არ მთავრდება….

ბიბლიოთეკაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ძალიან ვწუხდი ამ წიგნის გამო.

შემდეგ ერთ დღეს თბილისიდან ჩემს მეგობართან ერთად ვსაუბრობდი ამ წიგნის შესახებ.

ის თავად არის წიგნების მაღაზიის მფლობელი და იცის იშვიათი წიგნის ღირებულება.

მან მითხრა, რომ ეს წიგნი საგანძური იქნებოდა მისი ქვეყნისთვის, რადგან ეს წიგნის პირველი გამოცემა იყო და დღესდღეობით ამ წიგნის ძალიან მცირე პირველი გამოცემები არსებობს.

ასე რომ, წიგნის ეს ასლი შეიძლება იყოს საქართველოსთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი და ღირებული და კარგი იქნებოდა თუ მუზეუმში შეინახებოდა.

მე აღმაფრთოვანა იმ ფაქტმა რომ ეს წიგნი საკმაოდ მნიშვნელოვანი შეიძლებოდა ყოფილიყო საქართველოსთვის.

ასე რომ, ვფიქრობდი, ძალიან კარგი იქნება თუ ჩემი ქალაქის ბიბლიოთეკა ამ წიგნს საჩუქრად გადასცემს რომელიმე მუზეუმს საქართველოში.

ეს იქნებოდა ორ ქვეყანას შორის კულტურული გაცვლა.

ასე რომ, მაშინვე მივედი ადგილობრივ ბიბლიოთეკაში და მოვიკითხე წიგნის ადგილსამყოფელი. აღმოჩნდა რომ წიგნი „ამოღებული“ იყო ბიბლიოთეკის ფონდიდან.

ეს იყო ჩემი მეორე იმედგაცრუება ბიბლიოთეკაში. მათ უკვე მიცემული ჰქონდათ ფონდიდან ამოღებული წიგნი დილერისთვის.

იმ იმედით რომ წიგნს მასთან ვნახავდი, დავუკავშივრდი ძველი ქაღალდით მოვაჭრეს.

მაგრამ ისევ მივიღე მტკივნეული პასუხი, დილერს წიგნი უკვე გაგზავნილი ჰქონდა გადასამუშავებლად.

ამრიგად, ჩემმა ბიბლიოთეკამ დაკარგა შესაძლებლობა, შეენარჩუნებინა ძალიან ღირებული წიგნი საქართვლოსთვის.

ამ წიგნთან ერთად ჩვენც დავკარგეთ კულტურათა გაცვლის ღირებული მომენტი კავკასიის ამ ლამაზ ქვეყანასთან. ახლა აზრი არ აქვს დარდს იმ დანაკარგისთვის, რაც ჩემი ადგილობრივი ბიბლიოთეკის თანამშრომლების უყურადღებო დამოკიდებულებით მოხდა.

უბრალოდ იმის თქმა მსურს, რომ ბიბლიოთეკა არ არის მხოლოდ წიგნების თაროები და ძველი წიგნები; სინამდვილეში ეს არის საგანძურის სახლი, რომელიც ინახავს ისტორიის მნიშვნელოვან ჩანაწერებს. მას შემდეგ რაც ჩანაწერი დაიკარგება, ჩვენი კავშირები ფასეულ წარსულთან იშლება.

ასე რომ, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ბიბლიოთეკები და მათში მოთავსებული საგანძური.

შემდეგ, ერთ დღეს ვნახე ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის ფეისბუქის გვერდი და გავეცანი მათ სხვადასხვა კულტურულ საქმიანობას, გაოცებული ვიყავი, თუ როგორ ენთუზიაზმით ცდილობენ  კითხვისა და ლიტერატურის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ქართველ ახალგაზრდებში.

მე მათ ვუთხარი ჩემი ამბავი და მათ გამამხნევეს, რომ ეს მოთხრობა ბლოგის ფორმატში გამეკეთებინა.

ამიტომ მე დიდი მადლობელი ვარ მათი და ამ ინსპირაციიის შედეგად  შევქმენი ეს სტატია.

მიჰყევით ამ საოცარი ბიბლიოთეკის ვებ-გვერდს:

კატალოგის გამოყენება

თქვენ შეგიძლიათ დაათვალიეროთ ბიბლიოთეკის კატალოგი და ნახოთ ხელმისაწვდომი წიგნები.
მავრა გელაშვილი
ბიბლიოთეკარი
მავრა არის ბიბლიოთეკარი, მუშაობს ხაშურის მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკაში უცხოენოვან განყოფილებაში. მას ძალიან უყვარს კითხვა. მუშაობს ახალგაზრდებთან სხვადასხვა პროგრამებით მათი ცნობიერების დონისა და აზროვნების განვითარების კუთხით.

cover image :PIXABAY

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *