Menu Close

Poetry by Davit Sultanishvili

დრო თურმე მართლა არვის გამო არ წუხს, არ იცდის,
ვწევარ გულაღმა, (შენ თუ გინდა თქვი რომ ვისვენებ)
რამდენი წლის ვარ? 
წლოვანება ჩემი არ ვიცი..
მე აღარ მახსოვს როდის მოვკვდი.. 
ვერ გავიხსენებ.
 
განცდით განვიცდი, 
ოღონდ სულმა ლპობა განაგრძო…
 
მიაყურადე სადაც გინდა, 
ყველგან გული ძგერს.
შენ მოხვალ რომ ჩემს ტკივილებთან წაითამაშო,
და ლეკვებივით სახელებსაც ჩამოურიგებ.
 
გამოვიტენე ჯიბეები ლოცვით, ცოდვებით.
 
(ერთად უთუოდ ვისწავლიდით ღმერთის კილოკავს.)
 
სიზმრად ყოველთვის გაღვიძების ჟამს ელოდები
და კატასავით უდარდელად თითებს ილოკავ.
 
ფეხზე მკიდია რაც მორალობს და რაც წესია.
 
ქუხს, ე.ი. ზეცა იხლეჩს მკერდს და იოგებს.
 
წვება ჩემს გვერდით მთვარის სხივი როგორც მესია
და მიწვდის შენი არსებობის ჰალუცინოგენს.
 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *